ახალი ამბებირეკლამა

დავით მაღრაძის აუდიენცია რომის პაპთან

30 სექტემბერი, 2021 • 1477
დავით მაღრაძის აუდიენცია რომის პაპთან

29 სექტემბერს ვატიკანში, რომის პაპთან ფრანცისკესთან პოეტ დათო მაღრაძის აუდიენცია შედგა. შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ფრაზა დათო მაღრაძის პოემიდანბარაქიანი მიწა”: “აჩრდილი დადის ევროპაში, პოეზიის აჩრდილი დადის, – მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად…”. შეხვედრას ესწრებოდა ვატიკანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქეთევან ბაგრატიონი

პოემაბარაქიანი მიწანათარგმნია ინგლისურ, იტალიურ, შვედურ, ესპანურ, რუსულ ენებზე და მას უაღრესად მაღალი შეფასებები მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე ევროპულ ქვეყნებში

პოემაბარაქიანი მიწაპირველად ფართო აუდიტორიის წინაშე ქართველმა მწერლებმა და ლიტერატორებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020 წლის დეკემბრის თვეში წარადგინეს, სადაც სამეცნიერო სემინარის ფარგლებში შედგა ნაწარმოების განხილვა. სემინარი სიმბოლურად ყოფილ 93- აუდიტორიაში გაიმართა, რომელშიც ჯერ კიდევ 1947 წლიდან ათეული წლების განმავლობაში სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები, ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრადისკუსიები იმართებოდა, ნაკლებად ცნობილი, დღეს კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე.

2020 წლის ოქტომბრის თვეში პოემისთვის ბარაქიანი მიწა ორტასანჯულიოს კუნძულზე ინგლისური გამოცემის Poetry on the lakeის და UNESCO- კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე დავით მაღრაძე მთავარი პრიზით ვერცხლის დრაკონით დაჯილდოვდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს გამორჩეულ კურსდამთავრებულს, პოეტ დავით მაღრაძეს მორიგ წარმატებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი