ახალი ამბებირეკლამა

პაშა ბანკის დირექტორი, ნიკოლოზ შურღაია პალიტრა L-ის პროექტში „ლურჯი ოკეანე“

30 სექტემბერი, 2021 • 936
პაშა ბანკის დირექტორი, ნიკოლოზ შურღაია პალიტრა L-ის პროექტში „ლურჯი ოკეანე“

28 სექტემბერს სასტუმრო „ბილტმორის” დიდ საკონფერენციო დარბაზში პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, საერთაშორისო მენეჯერმა და „ვიდეობლოგი წიგნებზე”-ს ავტორმა, ნიკოლოზ შურღაიამ ჯორდან პეტერსონის საერთაშორისო ბესტსელერზე “ცხოვრების 12 წესი – ქაოსის ანტიდოტი” ისაუბრა.

შეხვედრა პროექტის „ლურჯი ოკეანე“ – ს ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L”-ის მიმართულებაა და მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მკითხველში დიდი ინტერესიც გამოიწვია.

აღნიშნული ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს, რა სარგებელი მოაქვს წიგნს „ცხოვრების 12 წესი – ქაოსის ანტიდოტი” მკითხველის პერსონალური განვითარებისთვის. ასევე, გაიმართა დისკუსიაც, თუ როგორ შეუძლიათ ჩვევებს, გააუმჯობესონ ადამიანის ცხოვრება.

ნიკოლოზ შურღაია 2021 წლის 29 აპრილიდან, სს „პაშა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორის და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

„პაშა ბანკი“ ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. „პაშა ბანკი“ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2019 წლიდან პაშა ბანკმა საცალო მომსახურებაც დაიწყო, რასაც რე|ბანკის სახელით სთავაზობს მომხმარებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი