ახალი ამბებირეკლამა

პაშა ბანკი საქართველო: მიზნად გვაქვს ვიყოთ მთავარი არჩევანი ადგილობრივი კორპორაციული მომხმარებლისთვის

26 თებერვალი, 2024 • 1146
პაშა ბანკი საქართველო: მიზნად გვაქვს ვიყოთ მთავარი არჩევანი ადგილობრივი კორპორაციული მომხმარებლისთვის

2023 წელი „პაშა ბანკი საქართველოსთვის“ ძალიან წარმატებული იყო. უახლეს ისტორიაში ბანკი პირველად გავიდა დადებით შედეგზე და წელი 1,7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ბანკის საოპერაციო შემოსავალი 30%-ით გაიზარდა და 2023 წელს 42 მილიონი ლარი შეადგინა. შედეგები პაშა ბანკის კორპორაციულმა და კომერციულმა განყოფილებებმა განაპირობა, რამაც ბანკის საკრედიტო პორტფელი წლის ბოლოს 336 მილიონ ლარამდე გაზარდა. დეპოზიტების ზრდამ წინა წელთან შედარებით 16 მილიონი ლარი შეადგინა. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ პაშა ბანკის ბრენდის მიმართ მომხმარებლების ერთგულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2024 წელს, „პაშა ბანკი საქართველო“ ახალ სამწლიან სტრატეგიულ პერიოდში შევიდა. ახალი სტრატეგიის მიხედვით, 2024-2026 წლებში ბანკი ფოკუსირებული იქნება კორპორაციული ბიზნესის გაფართოებაზე, რომელმაც ახლახან ქართულ ბაზარზე 10 წელი იზეიმა.

პაშა ბანკი მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი მთავარი არჩევანი კორპორაციული მომხმარებლებისთვის საქართველოში, მისი კლიენტების საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებითა და საქართველოს ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანით.

მომდევნო სტრატეგიულ პერიოდში „პაშა ბანკი საქართველო“ ცვლილებებს განახორციელებს საცალო ბიზნესში: ბანკმა გადაწყვიტა, შეწყვიტოს მასობრივი საცალო დაკრედიტება და გააგრძელოს ციფრული სერვისების განვითარება.

ამ მიზნების მისაღწევად ბანკი განაგრძობს ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში და რჩება თავისი ძირითადი ღირებულებების ერთგული.

მასალების გადაბეჭდვის წესი