ახალი ამბები

თბილისობა წელსაც არ გაიმართება

29 სექტემბერი, 2021 • 3643
თბილისობა წელსაც არ გაიმართება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისობის სადღესასწაულო ღონისძიებები არც წელს გაიმართება.

კალაძის თქმითვე, ადამიანის ჯანმრთელობა მთავარი ღირებულებაა:

„ამიტომ, ამ პანდემიიდან გამომდინარე, ვერც წელს გავმართავთ სადღესასწაულო ღონისძიებებს. მინდა გითხრათ, რომ გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიება და პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ნახოთ კონცერტი“, – განაცხადა კალაძემ და დაამატა, რომ დეტალური ინფორმაცია მომდევნო დღეებში გასაჯაროვდება.

კორონავირუსის გამო თბილისობის დღესასწაული შარშანაც შეზღუდულად გაიმართა. 2020 წელს კალაძემ 9 ექიმს, მათ შორის, თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაიას და მარინა ენდელაძეს საპატიო თბილისელის წოდება გადასცა. მოქალაქეები კი ამ ღონისძიებას პირდაპირი ტრანსლაციით უყურებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი