ახალი ამბები

ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ არ უნდა შევიდეს ციხეში – ღარიბაშვილი

28 სექტემბერი, 2021 • 1462
ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ არ უნდა შევიდეს ციხეში – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად დააკავებენ, მიუხედავად მის დაკავებაზე საერთაშორისო პარტნიორების აზრისა.

როგორც ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში თქვა, სააკაშვილის დაკავებით უნდა აჩვენონ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

“სააკაშვილი მსჯავრდებული არის უმძიმეს დანაშაულებებზე, როგორიც არის: გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის შეკვეთა, პირდაპირ მკვლელობა იყო, კაცი სასწაულებრივად გადარჩა. ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი — ყველას, ვინც ასეთ დანაშაულებში არის მხილებული, მათი ადგილი არის ციხე. მით უმეტეს, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგორიც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო.

“ქართულ ოცნებას” ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს? “ნეტგაზეთი” გთავაზობთ აღნიშნული საქმეების ჩამონათვალსა და მათ წინაისტორიას მოკლედ:

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი