ახალი ამბები

სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება — ჩხენკელი

28 სექტემბერი, 2021 • 927
სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება — ჩხენკელი

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, მოსწავლეებისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

სკოლაში იქნება ზედმიწევნით დაცული ყველა რეგულაცია და სამედიცინო პროტოკოლი, იმისთვის, რომ იქ იყოს და არის სრულად ჯანსაღი გარემო.

ყველა სკოლაში, საჯარო და კერძო სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში”, — დასძინა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი