ახალი ამბები

მერობის კანდიდატების მოსაზრებები ხელოვნების მუზეუმზე, რომელიც ინგრევა

28 სექტემბერი, 2021 • 1391
მერობის კანდიდატების მოსაზრებები ხელოვნების მუზეუმზე, რომელიც ინგრევა

რას ფიქრობთ ხელოვნების მუზეუმის შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით? – ეს კითხვა partiebi.ge-მ თბილისის მერობის კანდიდატებს დაუსვა.

საუბარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, რომელიც დღეს ინგრევა. გარდა უშუალოდ შენობის ისტორიული ღირებულებისა, აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აქ საქართველოს ხელოვნების ისტორიის უმნიშვენლოვანესი ნიმუშები ინახებოდა, მათ შორის, ანჩის ხატი.

შენობა რომ ავარიულია, ამაში კულტურის სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.

partiebi.ge-ს ამ კითხვაზე პასუხი გასცა 4-მა პარტიამ, ესენია „ლელო“, „გიორგი გახარია-საქართველოსთვის“, მესამე ძალა“ და „ნაციონალური მოძრაობა“. „ქართულმა ოცნებამ“ კი თავი შეიკავა.

ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ მათ მოკლე პასუხებს:

ნიკა მელია – ძალა ერთობაშია: „დანგრევის გაფიქრებაც კი დანაშაულია! უნდა მოხდეს ამ ისტორიული შენობის სრული და მასშტაბური რეკონსტრუქცია, ექსპონატების დროებითი განთავსების გეგმისა და მისი რეალიზების პროცესის სრული გამჭვირვალობა ექსპერტთა ფართო ჩართულობით,“.

ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის: ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი კულტურული მემკვიდრეობა. ყველა ნაგებობა, რომელიც ისტორიული ღირებულების მატარებელია, ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ: ისტორიას ვერ დავიბრუნებთ,  ამიტომ ქალაქის მომავალი  მისი წარსულის გათვალისწინებით უნდა შევქმნათ.

გიორგი გახარია – საქართველოსთვის:აღნიშნული მიუღებელია!“

თამარ კეკენაძე – მესამე ძალა:დაუშვებელია ხელოვნების მუზეუმის დანგრევა. აუცილებელია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად, შემუშავდეს შენობის გადარჩენისა და რეაბილიტაციის გეგმა.


www.partiebi.ge 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც მერობის კანდიდატების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.

ამ თემაზე ვრცლად:

თბილისი კარგავს 2-საუკუნოვან ისტორიულ მუზეუმს – სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი