ახალი ამბები

გაიხსნა იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა

28 სექტემბერი, 2021 • 3940
გაიხსნა იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა

დღეს, 28 სექტემბერს, იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა გაიხსნა, რომლის სიგრძეც 51.5 კილომეტრია

იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე მოსახვედრად ავტოტრანსპორტმა თბილისიდან ქალაქ საჩხერის მიმართულებით უნდა იმოძრაოს.

ახალი საავტომობილო გზა იწყება ქალაქ საჩხერიდან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრიდან და მთავრდება ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კილომეტრზე, საიდანაც ქალაქ ონამდე მისასვლელი მანძილი 5 კილომეტრია, ხოლო ქალაქ ამბროლაურამდე – 21 კილომეტრი

საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით თბილისიდან რაჭის მიმართულებით გადაადგილების მანძილი 80 კილომეტრიით, ხოლო დრო 1.5 საათით მცირდება.

ახალი გზის გახსნამდე თბილისიდან რაჭაში მოხვედრა ავტომობილით შესაძლებელი იყო ტყიბულიდან, ნაქერალას უღელტეხილის გავლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი