ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში , აბიტურიენტების სასწავლო კურსზე, რეგისტრაცია დაიწყო .
ახალ ტექნოლოგიურ სივრცეში , კურსის გავლას ჭიათურასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, მე -11 და მე -12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ, მსურველბმა აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა, ამისთვის მიყევით მითითებულ ბმულს: https://bit.ly/3kKXWMW და გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი.
ჭიათურასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მე -11 და მე -12 კლასის მოსწავლეები, ახალ ტექნოლოგიურ ბაზაზე, სრულიად უფასოდ შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას, კერძოდ მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით , ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში , ასევე შეძლებენ ინგლისური ენის დახვეწას .
პროგრამის მიზანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობაა. სასწავლო კურსი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას აძლევთ, რომელიც უკავშირდება ცოდნის გაღრმავებას, საჭირო უნარ – ჩვევების გამომუშავებას, ასევე სამეცნიერო საკითხებსა და კრიტიკულ აზროვნებაში გათვიცნობიერებას .
პროექტს ახორციელებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსისტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროგრამის მონაწილეები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity ჩაბარების შემთხვევაში, მულტიფუნქციური ცენტრისგან სპეციალურ გრანტებსაც მიიღებენ.
პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც მუდმივად მოქმედებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.