ახალი ამბები

მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ – ღარიბაშვილი

23 სექტემბერი, 2021 • 942
მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობა და ვითარების გამწვავება“, – წერს ღარიბაშვილი ფეისბუკზე.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გაავრცელა, რომ ენმ-ის და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, 23 სექტემბერს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს.

„ადრეც მითქვამს, რომ ვგმობ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებებს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.


„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ერთმანეთზე ფიზიკურად გაიწიეს.

ინციდენტი დაახლობით 15:05 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მოხდა ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

კობახიძე, ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს აძლევდა ინტერვიუს, რა დროსაც ადგილზე ნიკა მელია მივიდა – ისიც ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შესახვედრად.

ჟურნალისტებთან რამდენიმე წამის განმავლობაში საუბრის შემდეგ, მელია კობახიძესთან მივიდა, „ბიძინა ივანიშვილის მონა“ და „ქვეშა*ვია“ უწოდა;

მელია კობახიძეს აკრიტიკებდა დმანისში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც ერთი პირი დაიჭრა.

პასუხად ირაკლი კობახიძემ მელიას აგინა, შეურაცხყოფა მიაყენა და „ნაბი*ვარი“, „ხულიგანი“, „უინტელექტო ნაძირალა“ უწოდა.

პოლიტიკოსებმა ერთმანეთზე ფიზიკურადაც გაიწიეს.

დაცვის წევრებმა კობახიძე ადგილს გაარიდეს – მან ავტომობილით დატოვა ტერიტორია.

მელიამ დაპირისპირების დროს პოსტივის ჟურნალისტს ხელიდან გამოჰგლიჯა მიკროფონი, რომელსაც კობახიძეს უმიზნებდა, თუმცა საბოლოოდ არ ესროლა; ინციდენტის ამოწურვის შემდეგ კი მიკროფონი ჟურნალისტს დაუბრუნა.

მელია და კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი