ახალი ამბები

კობახიძეს დედის გინება გამოსტყუა — მდინარაძე მელიაზე

23 სექტემბერი, 2021 • 1507
კობახიძეს დედის გინება გამოსტყუა — მდინარაძე მელიაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს “დედის გინება გამოსტყუა”.

ამის შესახებ მდინარაძემ დღეს, 23 სექტემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მელიასა და კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

“წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, მე არ გამიგია მისი გინება და გამოსტყუა დედის გინება [ნიკა მელიამ]. წარმოიდგინეთ სადამდე მიიყვანა ეს გაწონასწორებული ადამიანი, დედის გინება გამოსტყუა.

უმძიმესია, ირაკლიმაც თქვა, რომ პირადად თავის თავზე გამოსცადა რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები და მესმის თითოეული ჩვენი აქტივისტის, მაგრამ უნდა მოვითმინოთ იმისათვის, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ და ამით ნაცმოძრაობამ არ ისარგებლოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაიწიეს.

მელია და კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი