ახალი ამბები

“ოცნება” არჩენებზე საერთაშორისო აზრის იგნორირებისთვის ემზადება – სამადაშვილი

23 სექტემბერი, 2021 • 848
“ოცნება” არჩენებზე საერთაშორისო აზრის იგნორირებისთვის ემზადება – სამადაშვილი

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ევროკავშირის ელჩის კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის იგნორირებისთვის ემზადება.

ამის შესახებ სამადაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში განაცხადა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ოპოზიციის და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ხვდებიან.

სამადაშვილის თქმით, პარტნიორებთან ზეწოლის იმ მექანიზმებზე ისაუბრებენ, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველსაყოფად არის საჭირო და არჩევნების შემდგომ მიშელის დოკუმენტის აღებული ვალდებულების შესასრულებლად, მათ შორის ვადამდელი არჩევნების მიმართულებით.

“ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” სულ უფრო თავხედურად და თავგასულად ესაუბრება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მათი განცხადებები, ფაქტობრივად, იმეორებს იმ გზავნილებს, რომელიც ჩვენ გვესმის ხოლმე პუტინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. შესაბამისადა, ეს განცხადებები ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც დღეს აფიქრებინებს, რომ “ქართული ოცნება” ემზადება იმისთვის, რომ იგნორირება გაუკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს, მათ შორის, მოახლოებულ არჩევნებთან მიმართებაში. იმიტომ, რომ არანაირი შანსი არ აქვს დღევანდელ ხელისუფლებას სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების. შესაბამისად შეშფოთების ხარისხი დღეს, მათ შორის ჩვენს დასავლელ პარტნიორებში არის უკიდურესად მაღალი. ყველა ხედავს და ამის იგნორირება უკვე შეუძლებელია, რომ “ქართული ოცნება” ღიად და აშკარად დაადგა ანტიდასავლურ გზას და სწორედ ამიტომ არის ასეთი უპრენცედენტო ყურადღება მიპყრობილი ჩვენი ქვეყნისადმი”, – განცხადა სალომე სამადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი