ახალი ამბები

საქართველო იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს – საგარეო

22 სექტემბერი, 2021 • 754
საქართველო იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველო ვენის კონვენციის პრინციპებს იცავს.

დეპარტამენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა,  რაც ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში,ევროკავშირის სათავო ოფისში, დაიბარეს.

როგორც დეპარტამენტი აცხადებს, მახარობლიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მიაწოდა.

“მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს. საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარი ფატებად დეფინიციას.

ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ დიპლომატების მოსმენის გამო ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი დაიბარეს.

ამასთან, ჰარცელი აღნიშნავს, რომ დიპლომატების მოსმენა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება და საქართველოს მსგავსი პარტნიორი ქვენისგან ელჩების მოსმენა არაბუნებრივად მიაჩნიათ.

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი