ახალი ამბები

პაპუაშვილის თქმით, დმანისში ოპოზიციონერის დაჭრა ენმ-ის პროვოკაციის შედეგია

22 სექტემბერი, 2021 • 883
პაპუაშვილის თქმით, დმანისში ოპოზიციონერის დაჭრა ენმ-ის პროვოკაციის შედეგია

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილი გუშინ, 21 სექტემბერს დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე ამბობს, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაცია იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ თავიდან ვერ აიცილა. ამის შესახებ პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, ყველა მოძალადე დაისჯება კანონის შესაბამისად. ამასთან, ჩვენ საზოგადოებას არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით ბოლო დღეებია მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდაჭერების პროვოცირება.

ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის საარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა შეხვედრის ჩაშლას. სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან”, — განაცხადა პაპუაშვილმა.

გუშინ, 21 სექტემბერს, დმანისში “ქართული ოცნების” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ოპოზიციის ორი მხარდამჭერი დაიჭრეს.

შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფაქტზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავეს. დაკავებულს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.

ოქრიაშვილის თქმით, დმანისში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

მასალების გადაბეჭდვის წესი