ახალი ამბები | , , ,

ოცნება განაცდა – გახარია

20 სექტემბერი, 2021 | | 679
ოცნება განაცდა – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახით “განაცდა”.

ასე გამოეხმაურა გახარია ღარიბაშვილის, რომელიც მას 20 ივნისის აქციის ძალადობრივ დაშლაში ადანაშაულებს.

“ჯერ ერთი, ღარიბაშვილს მაგას არავინ არ ეკითხება და მეორე, ღარიბაშვილს თუ რაიმეს თავის ჰქონდა, ორი წელი გავიდა და  მაშინ შეეძლო ამ კითხვის დასმა. იმის მაგივრად, რომ ეთერში დაჯდეს და იქ რაღაცები იჭორაოს, წაიკითხოს გამოძიებები, რომლებიც მიმდინარეობდა როგორც პარლამენტის, ასევე პროკურატურის ფარგლებში და ამ ყველაფრის საერთაშორისო შეფასებები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პირველი პირის სახით “ოცნება” განაცდა. დღეს ჩამიგდეს, გიგა ბოკერია და ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად ერთი და იგივეს ლაპარაკობენ, ზუსტად ერთი და იგივე ნარატივით. ჩემდა საუბედუროდ, “ოცნება” განაცდა “, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2019 წლის 20 ივნისი  გიორგი გახარიას ჩავარდნაა.

“მან რა გააკეთა… ამას დამწყები სპეცრაზმელიც აუხსნის მოქალაქეს. პარლამენტის შენობა ისე არის დაცული დღეს, გამორიცხულია, ის შეანგრიო და შიგნით შეაღწიო. მეორე დღეს, როცა კრიზისის გარჩევა იყო, მას ვკითხე, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები, რატომ აცემინეს 3 საათის განმავლობაში ნაცმოძრაობის ბრბოს სპეცრაზმელები? ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. ყველა გაგიჟებული ვიყავით.

მე პარტიის ოფისში ვიყავი ღამით და ყველა ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი? დაუშინეს მერე და მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის მისი ხელწერა“ ,— თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი