ახალი ამბები

“მიზანმიმართული ანტიპიარია” – “მესამე ძალა” ღარიბაშვილის შექებაზე

20 სექტემბერი, 2021 • 1219
“მიზანმიმართული ანტიპიარია” – “მესამე ძალა” ღარიბაშვილის შექებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” (“მესამე ძალა”) წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსტრუქციულ ოპოზიციას შორის იმიტომ დაასახელა, რომ მათი პარტიის დაზიანება სურდა.

როგორც სერგო ჩიხლაძე “ტვ პირველთან” ამბობს, ღარიბაშვლის შექება მათ ანტიპიარს ემსახურებოდა.

“ეს იყო ღარიბაშვილის მიერ სპეციალურად გაკეთებული [განცხადება]. ეს არის ჩვეულებრივი ანტიპიარი, იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი ეს “შექება” არის პირიქით ნებისმიერი ადამიანის დაზიანება, ვისაც ის “შეაქებს”. ამიტომ ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, ეს იყო მიზანმიმართული ანტიპიარი და მეორე მხრივ, რაც არ უნდა განაცხადოს ბატონმა ღარიბაშვილმა, ჩვენ იგივე აზრზე ვრჩებით ღარიბაშვილთან მიმართებაში. ის არის ერთ-ერთი ყველაზ ცუდი პრემიერმინისტრი ამ ქვეყანაში”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 სექტემბერს “რუსთავი 2-ის” ეთერში კონსტრუქციულ ოპოზიციად გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპელი სოციალისტები” და ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი