პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერიმა გიორგი გახარიამ თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ სისხლისა და შარდის ანალიზის შედეგად, ამ ორ ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკი.
დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა ნარკოტიკულ საშუალებაზეა დაუბარი.
„თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში „RUDOLFINERHAUS“ ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა“ ,— წერს გახარიას ოფიციალური ფეისბუკგვერდი.
![](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/09/242141858_391302655786494_7508432837245904082_n.jpg)
დოკუმენტი, რომელიც გახარიამ თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა. 17 სექტემბერი, 2021
ნარკოტესტის ჩატარების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მერობის სხვა კანდიდატებს მოუწოდა ნარკოტესტის ჩატარებისკენ მას შემდეგ, რაც ეს თავად გააკეთა.
მოგვიანებით, გახარიას ნარკომომხმარებლობაზე მინიშნებები გააკეთეს „ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც გახარიას „კოკაინშიკი“ [კოკაინის მომხმარებელი] უწოდა.