ახალი ამბები

ახალი სტრატეგია კონფლიქტურ რეგიონებზე

27 იანვარი, 2010 • 14201
ახალი  სტრატეგია კონფლიქტურ რეგიონებზე

როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, ამ დოკუმენტში ასახულია ყველა  ღონისძიება, რაც საქართველოს ხელისუფლებას ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით აქვს დაგეგმილი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს. 

მისივე თქმით “ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული ოკუპანტებზე”.

 

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს მოქალაქეები ჩაერთონ ყველა იმ პროექტში, რაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ხორციელდება, ეს იქნება განათლების, კულტურის თუ სხვა სოციალური პროექტები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ამ პროექტებში ჩართვა არის პრინციპული საკითხი”,- განაცხადა იაკობაშვილმა.

 

სახელმწიფო მინისტრის თქმით ივნისის ბოლოსთვის დასრულდება გეგმის შემუშავება და ამის შემდეგ დაიწყება კონკრეტული პროექტების განხორციელება.

თემურ იაკობაშვილის თქმით, სტრატეგია არის საჯარო, და იგი წარედგინება საერთაშორისო თანამეგობრობას. პირველი  პრეზენტაცია დაგეგმილია 3 თებერვალს ევროსაბჭოში. შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა ხვალ დოკუმენტი, წარდგინონ ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც. სტრატეგიას საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა მექანიზმით აფხაზურ და ოსურ მხარეებსაც მიაწვდის. შეიქმნება ნეიტრალური სტატუსის მქონე სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას  სტრატეგიის განსახორციელებლად.  პროექტი განხორციელდება როგორც სახელმწიფო, ასევე დონორთა და ბიზნესმენთა დაფინანსებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი