ახალი ამბები

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს, რომ სუს-ში მოსმენების სფეროს კურირებდა

16 სექტემბერი, 2021 • 3470
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს, რომ სუს-ში მოსმენების სფეროს კურირებდა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს, რომ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს კურირებდა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით და მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას დაეხმაროს.

“ჩემი მოღვაწეობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი. მინდა თეა წულუკიანს მივმართო, მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, არ ჩაემოეშალოს სხვის ძებნაში. ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და ყველაფერს გააკეთებსს, რომ ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა”, — განუცხადა ხოჯევანიშვილმა “ფორმულას”.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ფაილებზე გახარიას გუნდის პასუხისმგებლობაზე მიანიშნა და თქვა, რომ ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი კურირებდა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც პრემიერმა ახსენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, თუმცა გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვა. სუს-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი ისტორია აქვს პარტიის “საქართველოსთვის” წევრ კახაბერ ქემოკლიძეს.

“ქართული ოცნება”, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თავდაპირველად ცალსახად “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში მმართველი პარტიის რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი ოცნებაში “ტყუილ-მართალს” უწოდებენ.

როგორ შეიცვალა “ოცნების” რიტორიკა ფარულ ჩანაწერებზე 2 დღეში

მასალების გადაბეჭდვის წესი