ახალი ამბები

ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს

13 სექტემბერი, 2021 • 1114
ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს

ფოთში ოპოზიციონერი მერობის კანდიდატის გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უგულავა ავრცელებს.

გიგი უგულავას თქმით, მისი ბანერის დაზიანება გასაკვირი არაა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ასევე დააზიანეს ნაბადას მაჟორიტარის, ლაშა რუხაიას ბანერი.

მომხდარის გამო უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ოფისის წინ, სადაც ბანერი დააზიანეს, სათვალთვალო კამერაა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი