ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებულ გამოკვლევის თანახმად, „TV პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოკითხულთა 78 პროცენტი სრულად ან ნაწილობრივ (39-39%) უკავშირებს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს.
შეკითხვაზე, “თქვენი აზრით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება სრულად დაკავშირებულია 5 ივლისის მოვლენებთან, ნაწილობრივ დაკავშირებულია თუ საერთოდ არ არის დაკავშირებული?” პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
39% – “სრულად დაკავშირებულია”
39% – “ნაწილობრივ დაკავშირებულია”
22% – “საერთოდ არ არის დაკავშირებული”
გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.