ახალი ამბები

„ტექნიკური ხარვეზია“ – WizzAir ფრენების გაუქმების შეტყობინებაზე

3 ოქტომბერი, 2024 •
„ტექნიკური ხარვეზია“ – WizzAir ფრენების გაუქმების შეტყობინებაზე

ავიაკომპანია WizzAir აცხადებს, რომ მომხმარებლების მიერ ოქტომბრის ფრენების გადადების შეტყობინებები ტექნიკური ხარვეზის შედეგადაა გამოწვეული.

კომპანიაში ამბობენ, რომ მომხმარებლებმა ამ შეტყობინებას ყურადღება არ უნდა მიაქციონ, ხოლო ტექნიკური გუნდი ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობს.

აქამდე, ავიაკომპანია Wizz Air-ის მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მიმდინარე თვეში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ფრენები გადაედოთ. როგორც თვითონ ამბობენ, ამის შესახებ შეტყობინებებს კომპანიისგან იღებენ იმეილით ან აპლიკაციის მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი