ახალი ამბები

„ჰამასმა“ 17 მძევალი წითელ ჯვარს გადასცა – ისრაელის თავდაცვის ძალები

26 ნოემბერი, 2023 • 1412
„ჰამასმა“ 17 მძევალი  წითელ ჯვარს გადასცა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წითელი ჯვრისგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჰამასმა „ჰამასმა“ 17 მძევალი გაათავისუფლა. IDF-ის ცნობით, გათავისუფლებული მძევლები „ჰამასმა“ წითელ ჯვარს გადასცა.

წითელი ჯვრისთვის მძევლები გადაცემას ადასტურებს „ჰამასიც“.

როგორც ისრაელის მედია წერს, გათავისუფლებულ მძევლებს შორის 14 ისრაელის მოქალაქეა, მათ შორის 1 რუსია, რომელსაც ორმაგი მოქალაქეება აქვს, 3 კი ტაილანდის მოქალაქეა.

ისრაელის მედია იუწყება, რომ რუსი ორმაგი ისრაელის მოქალაქეა, რამაც შეიძლება აიხსნას ციფრებში არსებული შეუსაბამობა: IDF-მა განაცხადა, რომ 14 ისრაელი გადმოიყვანეს.

ეს „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლების მესამე ჯგუფია. ტყვეთა პირველი ჯგუფი ტერორისტულმა ორგანიზაციამ „წითელი ჯვრის“ შუამავლობით 24 ნოემბერს გადასცა ისრაელს — 4 ბავშვი და 9 ქალი თითქმის 50-დღიანი ტყვეობის შემდეგ დაუბრუნდა ოჯახებს. გარდა ამისა, „ჰამასმა“ ტაილანდის 10 და ფილიპინების 1 მოქალაქეც გაათავისუფლა. ამის საპასუხოდ ისრაელის ციხეები 39-მა პალესტინელმა დატოვა. შეთანხმების მიხედვით, ერთი გათავისუფლებული ისრაელელის სანაცვლოდ ციხიდან 3 პალესტინელს გაუშვებენ.

მძევლების მეორე ჯგუფი ჰამასმა 26 ნოემბერს გაათავისუფლა. მეორე ეტაპზე „ჰამასმა“ 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი – 39 პალესტინელი პატიმარი. გათავისუფლებულ ისრაელელ მძევლებს შორის 6 ქალი და 7 ბავშვი იყო.

„ჰამასისა“ და ისრაელის შეთანხმება ისრაელის მხრიდან ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას 4 დღით, ასევე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის, მათ შორის, საწვავის შეშვებას (დღეში, საშუალოდ, 200 სატვირთო) და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. სანაცვლოდ „ჰამასმა“ დღეში 13-14 ისრაელელი ტყვე უნდა გაათავისუფლოს.


ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები.

გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

“ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი