ახალი ამბები

კეზერაშვილის განაჩენს დაცვის მხარე სტრასბურგში გაასაჩივრებს

7 სექტემბერი, 2021 • 1354
კეზერაშვილის განაჩენს დაცვის მხარე სტრასბურგში გაასაჩივრებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს დაცვის მხარე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ “ფორმულასთან” კეზერაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ტელევიზიას, ეს უკავშირდება წინასაარჩევნო პროცესებს. ამით ხელისუფლება ერთგვარად აჩვენებს, რომ წინასაარჩევნოდ გააკეთებს ყველაფერს. თუნდაც იმას, რომ ერთ დროს პროკურორი, რომელიც მხარს უჭერდა საკასაციო საჩივარს, დღეს უკვე უზენაეს სასამართლოში დახვდება და მოიქცევა ისე, როგორც არის ხელისუფლების ნება.

რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც კი ჩაგვბარდება დასაბუთებული განაჩენი, აუცილებლად წავალთ სტრასბურგში და, სამწუხაროდ, კიდევ მიიღება სტრასბურგში გადაწყვეტილება, სადაც დავით კეზერაშვილი ცნობილი იქნება პოლიტიკურ დევნილად”, – ამბობს გელხაური.

საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა.

პროკურატურა ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას. როგორც კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, პირველ და მეორე ინსტანციაში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წვრთნები ნამდვილად ჩატარდა და სასამართლომ გადაწყვეტილება კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

ვრცლად წაიკითხეთ:

უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა – ადვოკატი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი