ახალი ამბები

ჩილეში 6 წლის ბავშვებს სინოვაკის ვაქცინით აცრიან

7 სექტემბერი, 2021 •
ჩილეში 6 წლის ბავშვებს სინოვაკის ვაქცინით აცრიან

ჩილეში გადაწყვეტილება მიიღეს, 6 წლის და უფრო დიდი ასაკის ბავშვები “სინოვაკის” ვაქცინით აცრან.

ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორის, ჰერიბერტო გარსიას განცხადებით, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთმა წევრმა ერთის წინააღმდეგ.

The Guardian-ის თანახმად, ახლა უკვე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაადგინოს კონკრეტული თარიღები და მექანიზმი, თუ როდის დაიწყება ბავშვების ვაქცინაცია.

ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის სამი მეოთხედი უკვე აიცრა.

ჰერიბერტო გარსიას განცხადებით, მათ იხელმძღვანელეს “სინოვაკის” მიერ მოწოდებული და სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით.

ჩინეთმა ავტორიზაცია მიანიჭა “სინოვაკისა” და “სინოფარმის” ვაქცინებს 3-დან 17 წლამდე ბავშვებში გამოყენებისთვის.

აშშ-ში, კანადაში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში ნებადართულია “ფაიზერის” ვაქცინის 12 წლის ბავშვებში გამოყენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი