ჩილეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, “სინოვაკის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაავადების სიმპტომური შემთხვევების პრევენციისთვის 58.5%-ით ეფექტურია.
როგორც Reuters წერს, კვლევის შედეგები ჩილეს ჯანდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ვაქცინა 86%-ით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების პრევენციაში და 89.7%-ით ამცირებს ინტენსიური თერაპიის საჭიროებას აცრილ პაციენტებში.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ პრეპარატი 86%-ით ამცირებს პოპულაციაში გარდაცვალების რისკებს.
მსგავსი კვლევა ჩილეში მიმდინარე წლის აპრილშიც ჩატარდა. მაშინ, კვლევის ავტორები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ვაქცინა დაავადების სიმპტომატური შემთხვევების პრევენციას 67%-ით ახდენდა.