“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი სოციალურ ქსელში შექმნილი სამედიცინო ჯგუფის, “მედგიდის” დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე იქნება. ამის შესახებ განცხადება დღეს, 2 სექტემბერს პარტიის წევრმა, ნიკა ობოლაძემ გააკეთა. სწორედ ობოლაძემ დაარეგისტრირა დღეს საკრებულოს სია.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, “ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, პარტიის სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- სოფო ჯაფარიძე
- თორნიკე ბიკაშვილი
- ანა გოგოლაძე
- ირაკლი ეძგვერაძე
- ირაკლი ნადირაძე
- ლილე ლიპარტელიანი
- მამუკა გუგეშაშვილი
- მიხეილ კაკაურიძე
- ნინო კვიტაიშვილი
- შოთა გრიგოლია
მაჟორიტარულ ოლქებში კი “ნაციონალური მოძროაბა” ოპოზიციის საერთო კანდიდატებს უჭერს მხარს.