საერთო კანდიდატებზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობით შეთანხდმდნენ “ევროპული საქართველო”, პარტია “დროა” და “გირჩი – მეტი თავისუფლება”.
თბილისის საკრებულოში მოსახვედრად მაჟორიტარულ ოლქებში იბრძოლებენ:
- მთაწმინდა – თენგო კირთაძე(“გირჩი-მეტი თავისუფლება”)
- საბურთალო – ბორის ყურუა (“გირჩი-მეტი თავისუფლება”)
- დიდუბე – ნიკა მოსიაშვილი (“გირჩი-მეტი თავისუფლება”)
- ნაძალადევი – ბადრი გრიგალაშვილი (“გირჩი-მეტი თავისუფლება”)
- ჩუღურეთი – გიორგი ნონიაშვილი (“ევროპული საქართველო”)
- ისანი – ბესო დონაძე(“ევროპული საქართველო”)
- სამგორი – დათო ჟღენტი (“ევროპული საქართველო”)
- ვაკე – ბათუ ქუთელია (“დროა)
- კრწანისი – თამაზ ახობაძე (“დროა”)
- გლდანი – ელენე ხოშტარია (“დროა”)
აღნიშნული პარტიების თბილისის მერობის საერთო კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელიაა, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომაროების კანდიდატია, ხოლო “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძეა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომებრს უნდა გაიმართოს