ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილები, რომელთაც საცხოვრებლად უვარგისი ფართები დაუკანონეს

1 აგვისტო, 2021 •
დევნილები, რომელთაც საცხოვრებლად უვარგისი ფართები დაუკანონეს

მთავრობის მიერ 2021 წლის არჩევნებამდე დაანონსებული დევნილების განსახლების უპრეცედენტო სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, დევნილების ნაწილს არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ.  როგორ პირობებში ცხოვრობენ 28 წლის განმავლობაში თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე “აღდგენითი თერპიიის ცენტრის” შენობაში აფხაზეთიდან დევნილები, რომელთაც სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელი ფართები უკვე დაუკანონა.

“ეს ფართები თავიდანვე არ იყო საცხოვრებლად ვარგისი. წერილებსაც ვუგზავნიდით ინსტანციებს, რომ სანამ არ იქნება საცხოვრებლად ვარგისი, გთხოვთ, ნუ დაგვიკანონებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერე ჩვენი პატრონი აღარავინ იქნება. შემდეგ იყო შეპირებები, რომ რას ამბობთ, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი პირობების გასაუმჯობესებლად. ვიფიქრეთ, კარგი, დროებით გავუძლებთ, ოღონდ სადმე შორს არ გადავეყვანეთ და ასეც შევრჩით ამ პირობებს”, – გვეუბნება აფხაზეთიდან დევნილი ციალა ღვინჯილია, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ, 1993 წლიდან ამ შენობაში ცხოვრობს.

საერთო საპირფარეშო, საერთო სამზარეულო და მთლიანად ავარიული შენობა – აფხაზეთიდან დევნილებს სახელმწიფომ სწორედ ასეთი შენობა და იქ განთავსებული ფართები დაუკანონა.

“ახლა ცალკე აბაზანის გაკეთება რომ მოგვინდეს ოჯახებს, ესეც არ შეგვიძლია, ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს ეს შენობა. ყველაფერთან ერთად გასამაგრებელია, ყველა მიწისძვრის დროს გვეშინია. ვითხოვთ წერტილოვნად მაინც გამაგრებას, მაგრამ უკვე ამასაც ვერ გვპირდებიან. ამბობენ, რომ დიდი თანხა ჯდება და ვერ შეძლებენ”.

შენობაში ამჟამად აფხზეთიდან დევნილი 38 ოჯახი ცხოვრობს. მათ ნაწილს საცხოვრებელი ფართები დაკანონებული აქვს, ნაწილი კი სამინისტროს მიერ შეპირებულ ბინებს ელოდება.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დევნილთა განსახლების 4- წლიანი სტარტეგიული გეგმა წარმოადგინა, რომელსაც თავად “უპრეცედენტოს” უწოდებს. ჯანდაცვის სამინისტრო დევნილ მოსახლეობას ჰპირდება, რომ “არცერთი დევნილი მძიმე პირობებში აღარ იცხოვრებს”.

შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები 28 წელია ცხოვრობენ; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

საერთო სამზარეულო დაკანონებულ ფართებში; შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები 28 წელია ცხოვრობენ; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები 28 წელია ცხოვრობენ; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები 28 წელია ცხოვრობენ; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

საერთო აბაზანა; შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილები 28 წელია ცხოვრობენ; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი