ახალი ამბები

ბრუსელში ნატოსადმი საქართველოს წლევანდელ ვალდებულებებს განიხილავენ

26 იანვარი, 2010 • 13695
ბრუსელში ნატოსადმი საქართველოს წლევანდელ ვალდებულებებს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს  ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც მხარეები საქართველოსთვის 2010 წლის ეროვნულ პროგრამაზე შეთანხმდებიან.
ექსპერტი ნატოს საკითხებში ნიკა ჩიტიძე ამბობს რომ საქართველოს გასული წლის ეროვნული გეგმის შესრულება ძირითადად დადებითად შეფასდება, თუმცა კვლავ რჩება მოთხოვნად საარჩევნო კანონმდებლო და  სასამართლოს რეფორმა.

გასული წლის 3 დეკემბერს  ბრუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასკვნით განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ ნატოს მინისტრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოში დაგეგმილ  2010 წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მედიის თავისუფლების საკითხებს.

ბრუსელში დღევანდელ სხდომაზე სწორედ ეს საკითხებიც განიხილება.

საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში ხელმძღვანელობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია.

ნიკა ჩიტიძე ვარაუდობს, რომ ნატ–საქართველოს კომისიის დღევანდელ სხდომაზე  ძირითადი ყურადღება დაეთმობა ქართველი სამხედროების მონაწილეობას ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში: „ნატოს ყველაზე დიდ ინტერესს წარმოადგენს ქართული სამხედრო  კონდტიგენტის  ჩასვლა ავღანეთში, რადგან მოგეხსენებათ ნატოს წევრი მრავალი ქვეყანა უარს აცხადებს ავღანეთში 1000 კაციანი კონტინგენტის გაგზავნაზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი