ახალი ამბები

გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან

30 აგვისტო, 2021 • 920
გიორგი და გრიგოლ ვაშაძეები ერთიანდებიან

დღეს პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ პრეზენტაცია გაიმართება. “სტრატეგია აღმაშენებლის” ინფორმაციით, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას გრიგოლ ვაშაძეც უერთდება.

პარტიის ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებლის” და გრიგოლ ვაშაძის გარდა, “მესამე ძალა”  გააერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასა და ცალკეულ ინდივიდებს.

რაც შეეხება კანდიდატების წარდგენას, დედაქალაქის მასშტაბით მაჟორიტარებისა და თბილისის მერის კანდიდატურას “მესამე ძალა” პირველ სექტემბერს წარადგენს. პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე პირველი ნომრით წარდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი