ახალი ამბები

კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერში” ბრუნდება

27 აგვისტო, 2021 • 2362
კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერში” ბრუნდება

36 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ საფეხბურთო კლუბ “მანჩესტერში” გააგრძელებს თამაშს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გამოცემა Skysports ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფეხბურთელი მზადაა, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმოს, ამის სანაცვლოდ კი “იუვენტუსი”, სადაც რონალდუ აქამდე თამაშობდა, თავდაპირველად 15 მილიონს, შემდეგ კი 8 მილიონ ევროს მიიღებს.

კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავად “მანჩესტერ იუნაიტედმაც”:

“მაჩესტერ იუნაიტედი სიამოვნებით ადასტურებს, რომ კლუბმა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით “იუვენტუსთან” შეთანხმებას მიაღწია, პირადი პირობების, ვიზისა და სამედიცინო შეთანხმების საფუძველზე. კლუბში ყველა მოუთმენლად ელის კრიშტიანუს დაბრუნებას მანჩესტერში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი