ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ტყის ხანძრების საფრთხეზე აფრთხილებს

26 აგვისტო, 2021 •
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ტყის ხანძრების საფრთხეზე აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.

“29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს”, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი