ახალი ამბები

ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა კაცმა თავი მოიკლა — ბერძნული მედია

26 აგვისტო, 2021 • 1470
ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა კაცმა თავი მოიკლა — ბერძნული მედია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მეგობარი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა, 48 წლის ქართველმა კაცმა სალონიკის პოლიციის დაკავების იზოლატორში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

როგორც ბერძნული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, დაკავებული პოლიციელებმა საკუთარ საკანში ნახეს გარდაცვლილი.

საქართველოს 48 წლის მოქალაქე ეჭვმიტანილი იყო საქართველოს 56 წლის მოქალაქე ქალის მკვლელობაში. ბერძნული მედიის ცნობით, სანამ კაცი ქალს მოკლავდა, მეზობლებმა ნახევარი საათით ადრე გაიგეს ქალის ყვირილი “ნუ მომკლავ!”.

48 წლის კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და პოლიციამ მალევე დააკავა.

მკვლელობა საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ მოხდა, მკვლელობაში ბრალდებული კი საკუთარ საკანში გარდაცვლილი დღეს, 26 აგვისტოს იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი