ახალი ამბები

24 საათში საქართველოში 30 067 აცრა ჩატარდა — ეს რეკორდული მაჩვენებელია

24 აგვისტო, 2021 • 1826
24 საათში საქართველოში 30 067 აცრა ჩატარდა — ეს რეკორდული მაჩვენებელია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო 30 067 აცრა ჩატარდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 010 096 აცრა. NCDC-ის თანახმად, სულ მცირე, 1 დოზით აცრილია 703 945 — მოზრდილი მოსახლეობის 24.6%. სრულად ვაქცინირებულია 306 151 ადამიანი — მოზრდილი მოსახლეობის 10.7%

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების სტატისტიკას: ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა აღირიცხა და 60 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 777 ადამიანი და ჩატარდა 47 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 185 ანტიგენის ტესტით და 12 103 — PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 10,72%-ია.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი კორონავირუსის 523 022 შემთხვევა აღირიცხა. აქედან 458 265 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 891 კი  გარდაიცვალა.

24 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ვირუსის 57 840 აქტიური შემთხვევაა.

60 გარდაცვლილი და 5 924 ახალი შემთხვევა — 24 აგვისტო

მასალების გადაბეჭდვის წესი