ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 60 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 777 ადამიანი და ჩატარდა 47 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 185 ანტიგენის ტესტით და 12 103 — PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 10,72%-ია.
გასულ 24 საათში ქვეყანაში 30 067 აცრა ჩატარდა.
პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 523 022 შემთხვევა აღირიცხა. აქედან 458 265 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 891 კი გარდაიცვალა.
24 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ვირუსის 57 840 აქტიური შემთხვევაა.