ახალი ამბები

„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილია

23 აგვისტო, 2021 • 2504
„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილია

პარტია „ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ბიბილაშვილი წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეა.

„მინდა შემოგთავაზოთ წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი ანა ბიბილაშვილი“, — პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამომრჩეველს ასე წარუდგინა დედაქალაქის მერობის კანდიდატი. მისივე თქმით, ბიბილაშვილს აქვს „კონკრეტული ხედვა“ ქალაქის პრობლემების მოსაგვარებლად.

„ლელოს“ ლიდერმა ასევე ხაზი გასუვა იმასაც, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის არა კონკრეტული ადამიანების, არამედ სიღატაკის, უმუშევრობისა და ნიჰილიზმის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი