ახალი ამბები

ავღანეთიდან საქართველოს ყველა მოქალაქე დაბრუნდა

22 აგვისტო, 2021 • 878
ავღანეთიდან საქართველოს ყველა მოქალაქე დაბრუნდა

ავღანეთში მყოფი 16 მოქალაქე სამშობლოში დღეს, 22 აგვისტოს დაბრუნდა.

საქართველოს მოქალაქეები ავღანეთიდან ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ და უნგრულ მხარეებთან თანამშრომლობით გამოიყვანეს.

საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

მას შემდეგ, რაც ქაბული თალიბანის მებრძოლებმა დაიკავეს, საქართველოს მოქალაქეები აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფებოდნენ, თუმცა ვერ ახერხებდნენ აეროპორტამდე გადაადგილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი