ახალი ამბები

სკოლებში, სადაც პერსონალის 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია დასწრებული სწავლების დაწყება – გამყრელიძე

20 აგვისტო, 2021 • 1793
სკოლებში, სადაც პერსონალის 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია დასწრებული სწავლების დაწყება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ სკოლებში, სადაც დასაქმებული პერსონალის 80% იქნება აცრილი, სწავლის შენობებში გაგრძელება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 20 აგვისტოს ისაუბრა.

მისი თქმით, NCDC-ის ორი კვირის წინანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სკალოების და საბავშვო ბაღების მასწავლებელთა 30%-ია აცრილი, განათლების სამინისტროს მოგვიანებით ჩატარებული გამოკითხივს თანახმად კი, ეს რიცხვი 40-ს უტოლდება.

“უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლებში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნებოდა აცრილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ დაიწყოს დასწრებული სწავლება. თუ სიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც არის დღეს, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.

სკოლებში პერსონალის ვაქცინაციის შესახებ დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის სამიზნე ჯგუფის 30-40%-მდეა აცრილი.

სკოლებში დასაქმებულთა სამიზნე ჯგუფის 30-40%-მდე და სამედიცინო პერსონალის 67%-ია აცრილი – გაბუნია

მასალების გადაბეჭდვის წესი