ახალი ამბები

პაციენტების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია — გაბუნია

20 აგვისტო, 2021 • 1178
პაციენტების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა შემთხვევების მაღალ გავრცელებას უკავშირდება.

“კლინიკური პრაქტიკის ნაწილში ის შესაძლებლობები და გამოცდილება, რაც დღეს არსებობს, იძლევა შემთხვევების მართვის საშუალებას, თუმცა კლინიცისტები აღნიშნავენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში, შემთხვევების დამძიმების ტემპი არის უფრო სწრაფი და რთულია პროგნოზირება, რა გამოსავალი დადგება ამა თუ იმ შემთხვევაში. ამდენად, ისევ და ისევ აქცენტს აცრის და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე აკეთებენ”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, გარდაცვალების შემთხვევების აუდიტი სისტემატურად ტარდება როგორც რეგულირების სააგენტოს, ასევე კლინიკური ჯგუფის მიერ და ჯერჯერობით ამ ანალიზის შედეგად არსებული პრაქტიკიდან რამე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოვლენილი არ არის.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 743 ახალი შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა – 20 აგვისტო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი