ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა – 20 აგვისტო

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 743 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 393 ადამიანი. საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 506 040 შემთხვევა, რომელთაგან 440 370 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 649 გარდაიცვალა.