ახალი ამბები

თბილისში მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა

19 აგვისტო, 2021 •
თბილისში მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა

თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იმშობიარა. ორსული მკურნალობდა ბოკერიას სახელობის კლინიკაში.

როგორც ნეტგაზეთს ბოკერიას სახელობის კლინიკაში განუცხადეს, ქალი კორონავირუსით ორსულობისას დაინფიცირდა და მათთან სხვა კლინიკიდან სამი კვირის წინ გადმოიყვანეს დამძიმებულ მდგომარეობაში.

მათივე თქმით, ბოკერიას სახელობის კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე დღეში 33 კვირის ორსულს ბავშვის გადარჩენის მიზნით საკეისრო კვეთა დასჭირდა.

“ქალი ჩვენთან, ბოკერიას კლინიკაში, ინფიცირებული, დამძიმებული მდგომარეობით გადმოიყვანეს. ბოკერიას კლინიკას სამეანო განყოფილება აქვს ინფიცირებულთათვის და იქ გადმოიყვანეს სხვა კლინიკიდან უკვე მძიმე მდგომარეობაში და კიდევ უფრო დამძიმდა შემდეგ. შემოყვანიდან რამდენიმე დღეში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ბავშვზე ვირუსი გადასული არ არის”, – განაცხადეს კლინიკაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი