ახალი ამბები

კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

18 აგვისტო, 2021 • 1065
კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა. ორსული მკურნალობდა ბოკერიას სახელობის კლინიკაში.

7 თვის ორსულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემაც და აღნიშნა, რომ  ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული, თუმცა ყველას გადარჩენა ვერ ხერხდევბა.

“კოვიდ 19 არის საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არ მხოლოდ ორსულებისთვის, სხვა ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც მაღალ რისკს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. აქ არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად დ,ა ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება. ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი