ახალი ამბები

სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ – ტიკარაძე

18 აგვისტო, 2021 • 1124
სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ – ტიკარაძე

სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 18 აგვისტოს, განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინ, 17 აგვისტოს, მიიღო.

როგორც ტიკარაძე ამბობს,  პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ სამთავრობო გუნდი და ექიმები ერთმანეთს დააპირსპირონ.

“მინდა ვთხოვო ყველას, რომ დღესდღეობით არ არის იმის დრო, მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც სახელმწიფოს მხრიდან დეტალურად გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება.

დამატებით, საბჭოს მხრიდან გუშინ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად, რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები, ვინაიდან ჩვენთვის ნამდვილად არის გულთან მისატანი ის სამუშაო, რომელსაც ექიმები სწევენ და ვეცდებით, ვიდგეთ  მათ გვერდში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი