ახალი ამბები

ახალი ამბავი ერთი კვირის დაგვიანებით

3 თებერვალი, 2015 • 1380
ახალი ამბავი ერთი კვირის დაგვიანებით

დღეს, დილის კურიერში გავიდა ინფორმაცია, 18 წლის გოგონას H1N1 ვირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ღუდუშაურის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე მათ არ ჰქონიათ ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა. ხოლო პაციენტი, რომლის შესახებაც რუსთავი 2 საუბრობდა, ერთი კვირის წინ ამავე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ღუდუშაურის საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, მიხეილ დოლიძის ინფორმაციიათ, გოგონა პოსტ რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. პოსტ რეანიმაციულ განყოფილებაში გოგონა იმ მიზეზით გადაიყვანეს, რომ გამოვიდა კრიტიკული მდგომარეობიდან.ექიმები მის შემდგომ პრობლემებს მკურნალობდნენ.

მიხეილ დოლიძის ინფორმაციით, გოგონას ცერებრალური დამბლა ჰქონდა.

კითხვაზე ხომ არ იყო ინფორმაციის ერთი კვირის შემდეგ ტელეეთერით გასვლის მიზეზი გარდაცვლილის ნათესავების ჩივილი, დოლიძე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა არ ყოფილა.

დაავადებისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს ვირუსით გარდაცვლილთა 27-ე შემთხვევაა. საქართველოში სულ ლაბორატორიულად დადასტურებული ვირუსის 1247 შემთხვევაა.

დღეს , ვირუსით დაავადებული 7 პაციენტის მდგომარეობაა მძიმე, ისინი თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საავადმყოფოებში გადიან მკურნალობას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თქმით, ინფექციური ვირუსის ახალი ტალღა თებერვლის თვეშია მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი