ახალი ამბები

18 აგვისტოდან ურეგისტრაციოდ აცრის კიდევ ერთი სივრცე იხსნება

17 აგვისტო, 2021 • 874
18 აგვისტოდან ურეგისტრაციოდ აცრის კიდევ ერთი სივრცე იხსნება

18 აგვისტოდან მოქალაქეებს ურეგისტრაციოდ აცრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტერიტორიაზეც შეეძლებათ. ვაქცინაციის ახალი სივრცის მისამართია – წინანდლის N19.

ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება შემდეი წარმოების ვაქცინებით: „ფაიზერით“; „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.
ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე.

მანამდე მსგავსი სივრცე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარედ გახსნეს. აქაც მოქალაქეებს ურეგისტრაციოდ შეუძლიათ აცრა.

ხვალიდან ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი

გარეკანი ფოტო: freshman.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი