ხვალიდან ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი

ხვალიდან, 13 აგვისტოდან, თბილისში,  ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცენტრი ყოველ დღე, 10:00-დან 20:00- მდე, შესვენების გარეშე იმუშავებს და ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ფაიზერის, სინოვაკის და სინოფარმის ვაქცინებით.