განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ქვეყანაში განათლებული თაობის არსებობას „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას უკავშირებს.
დღეს ქობულეთში პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან ერთად, მერი მიხეილ ჩხენკელმაც წარადგინა.
მან ისაუბრა დაგეგმილ ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორებიცაა სკოლები და პროფესიული სასწავლებლები. ასევე გაამახვილა ყურადღება უკვე არსებულ ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტზეც. შემდეგ კი თქვა:
„მეგობრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში არის უაღრესად დიდი და საგანანათლებლო ინფრასტრუქტურა – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი განათლების სისტემის მთლიანად განვითარებისთვის. შესაბამისად, ჩვენ რომ გვყავდეს ჭეშმარიტად განათლებული თაობა, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვოს და ჩვენი გუნდი აუცილებლად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – აცხადებს განათლების მინისტრი.