ახალი ამბები

კორონავირუსი ოთხ მინისტრს დაუდასტურდა

24 იანვარი, 2022 • 1542
კორონავირუსი ოთხ მინისტრს დაუდასტურდა

საქართველოს მთავრობის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5 550 ადამიანი, ჩატარდა 35 082 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 13.08%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 16.61%.

მასალების გადაბეჭდვის წესი