ახალი ამბები

თეონა ცხომელიძემ რ2 დატოვა

17 აგვისტო, 2021 • 1907
თეონა ცხომელიძემ რ2 დატოვა

ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა.

„მივდივარ “რუსთავი 2”-დან, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე.

არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია. 17 წელი ცოტა არაა პროფესიაში, კარგად რომ გაარჩიო სწორი და არასწორი“, – წერს ცხომელიძე.

მანამდე ტელეკომპანია ასევე სარედაქციო პოლიტიკასთან შეუთანხმებლობის საფუძველზე დატოვა გურამ როგავამაც. მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ „გარკვეული“ პოლიტიკური ლიდერები მისი ეთერიდან ჩახსნას ითხოვდნენ.

გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენით ეთერიდან – როგავა

მასალების გადაბეჭდვის წესი